საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ხეოთი დაისეტყვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში სეტყვა მოვიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნალექი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მათი თქმით, ზიანი აყვავებულ ხეხილს მიადგა. 

"ხეხილია გამოსული და ყვავილი სულ გააყრევინა, მხოლოდ ეს გააფუჭა, საბედნიეროდ, ჩითილები და ნერვები ჯერ არ არის. დიდიხანს არ გრძელდებოდა, არც მსხვილი იყო, მაგრამ ხშირი იყო და ხეებს ყვავილი აღარ შეარჩინა", - გვითხრეს ხეოთში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სეტყვას მხოლოდ ხეოთში მოვიდა და სოფლისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. 
| Print |
თეგები: სეტყვა / ხეოთი /