საზოგადოება
,,ბორჯომის ქარხნები არ შეიძლება გაჩერდეს“ - პროფკავშირები
ქარხნის 400-მდე თანამშრომელს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე უკვე შეხვდა.

გიორგი დიასამიძის თქმით, დამსაქმებელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ ,,გაურკვეველი ვადით, ბორჯომის ქარხანა ჩერდება. იყო გარკვეული სახის შემოთავაზებები, მაგრამ ამ ეტაპზე თანამშრომლებთან ერთად გავდივართ კონსულტაციებს და მოგვიანებით გაგაცნობთ ჩვენ პოზიციას“.

გიორგი დიასამიძის თქმით, უმუშევრად დარჩენის საფრთხე ორი ქარხნის 1000-მდე თანამშრომელს ემუქრება. ,,ეს ქარხნები არ შეიძლება გაჩერდეს“ - აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე და აცხადებს, რომ ვიდეოკონფერენციის გამართვის შემდეგ, ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებს ბორჯომში ორშაბათს შეხვდება.

გიორგი დიასამიძე ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა ინტერესებს წლის მაისიდან იცავს. მაშინ როცა 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა და ნორმალური სამუშაო პირობები და ანაზღაურების გაზრდა მოითხოვა. ცხრადღიანი პროტესტის შემდეგ, გაფიცულთა მოთხოვნა ქარხნის ახალმა ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ქარხანა მუშაობას გაურკვეველი ვადით დღეიდან, 29 აპრილიდან აჩერებს. მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად შეზღუდული ექსპორტია.
| Print |