საზოგადოება
ახალციხეში, რაბათის ხელოვნური ტყე დაასუფთავეს

ახალციხეში რაბათის ხელოვნური ტყის დასასუფთავებლად აქცია გაიმართა. აქციას ორგანიზება ასოციაცია „ტოლერანტმა“ და „ზრდასრულთა განათლების ცენტრმა“ ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად გაუწიეს. ინიციატივას მხარი დაუჭირა ახალციხის საკრებულომაც.

ინიციატორები იმედოვნებენ, რომ ხელოვნური ტყის დასუფთავებით, ქალაქში ახალი რეკრეაციული სივრცის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობენ, სადაც ზაფხულის სიცხეს თავს შეაფარებენ და სუფთა ჰაერზე ისეირნებენ.
| Print |