საზოგადოება
ახალციხის შემოსასვლელში ტრაილერების რიგია

ახალციხის შესასვლელში ათობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. ვალეს, კარწახის და ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოსულ ტრაილერებს პოლიცია საბარგო სადგურის ტერიტორიაზე აჩერებს და გადაადგილების უფლებას არ აძლევს. მძღოლებმა მიზეზი არ იციან. მათ ტვირთი მეზობელი ქვეყნებიდან მოაქვთ და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით მიდიან. მძღოლები ამბობენ, რომ მათ ნაწილს აქვს მალფუჭებადი პროდუქტი, ღამის გათენება კი ერთი კვირაა მანქანებში უწევთ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ პრობლემა ქართულ მხარეს არ შექმნია, თუმცა ვერ გვეუბნებიან, რატომ სჭირდება დიდი დრო საბაჟო პროცედურების გატარებას. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სატვირთო ავტომობილების დიდი რაოდენობის გამო, ნაკადს აკონტროლებენ და მათი გატარება ეტაპობრივად ხდება.
| Print |