საზოგადოება
ახალციხეში უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
16 მაისს გიორგი ჩიტაური და მისი მეგობრები საკონცერტო ტურნეს ახალციხიდან იწყებენ. კონცერტები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩატარდება. 

"ბილეთიდან შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინელ მოსახლეობას. თუ სოლიდური თანხა შეგროვდება ვაპირებთ ჰუმანიტარული ტვირთის შეძენას და ადგილზე ჩატანას",
- ამბობს ჩიტაური.

კონცერტი რაბათის ციხეზე 18 საათზე გაიმართება და ბილეთი10 ლარი ეღირება. მასში მონაწილეობას ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები მიიღებენ.
| Print |