საზოგადოება
შეთანხმება ვერ ხერხდება - რა გადაწყვიტეს ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებმა

არ ვთანხმდებით "IDS ბორჯომი საქართველოს" შემოთავაზებას და ხელს არ ვაწერთ ახალ ხელშეკრულებებს, სადაც დასაქმებულთა ინტერესი არ არის გათვალისწინებული - ასეთია ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომელთა გადაწყვეტილება. ისინი ადმინისტრაციისგან გარანტიას ითხოვენ, რომ კომპანიის კრიზისის დასრულების შემდეგ, ძველი სამუშაო პირობები და ხელფასები დაუბრუნონ, რასაც ადმინისტრაცია არ თანხმდება.

თანამშრომლების ინფორმაციით, კომპანიას მცირე რაოდენობით წარმოების დაწყება სურს, ამისთვის კი ნაკლებ ანაზღაურებაზე თანამშრომლების ნაწილის დაბრუნებას ცდილობს. მუშები ამბობენ, რომ პრემია-დანამატებზე უარი თქვეს, ამის გარდა შეამცირებულ ზეგანაკვეთურ სამუშაოს და ხელფასებს სთავაზობენ.

დღეს თანამშრომლებმა და პროფკავშირებმა გადაწყვიტეს, რომ ხვალიდან მედიაციის პროცესი დაიწყება, რაც ხელისუფლებას, კომპანიის წარმომადგენლებსა და მუშებს შორის შეხვედრებს და მორიგებას გულისხმობს.
| Print |