საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 472 კგ “ქინდერი” დალუქა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 აპრილს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ახალი შეტყობინება მიიღო, რომელიც ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სეს-მა შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა და 29 აპრილს, სააგენტოს ინსპექტორებმა შეტყობინებაში დასახელებული თბილისში მდებარე იმპორტიორი კომპანიის შპს „ბიდი კომპანის“ სადისტრიბუციო-სასაწყობო ობიექტზე არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

შემოწმებისას, სააგენტოს ზედამხედველობით 472 კილოგრამი შემდეგი დასახელების და პარტიების სურსათი დაილუქა.

ამავდროულად, სააგენტოს ზედამხედველობით, იმპორტიორი კომპანიის მიერ ბაზარზე განთავსებული კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა, ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება გრძელდება.

| Print |