საზოგადოება
ახალციხის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე გარდაიცვალა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გელა დემეტრაძე, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

2011 - 2013 წლებში გელა დემეტრაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მისი მმართველობის პერიოდში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მრავალსაუკუნოვანი "ახალციხის ციხე" აღდგა და ქალაქს ტურისტული დატვირთვა მიეცა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გელა დემეტრაძემ გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა. მომდევნო წლებში იგი წარმოადგენდა "ერთიან ნაციონალურ მორაობას", შემდეგ კი "ევროპულ საქართველოს". ბოლოს ის კვლავ "ნაციონალური მოძრაობაში" დაბრუნდა.
| Print |