საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებთან მედიატორი ჩავიდა
კოლექტიური დავის მედიატორი ანა სამსონია დღეს, 8 მაისს ბორჯომში ჩავიდა. ის ქარხნის თანამშრომლებს შეხვდება. მოგვიანებით კი კომპანიის ადმინისტრაციასთან გამართავს მოლაპარაკებას.

სამსონიას თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. 

შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომი საქართველოს" და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ისინი ადმინისტრაციისგან გარანტიას ითხოვენ, რომ კომპანიის კრიზისის დასრულების შემდეგ, ძველი სამუშაო პირობები და ხელფასები დაუბრუნონ, რასაც ადმინისტრაცია არ თანხმდება.

მანამდე კი, დაწესებული სანქციების გამო, 29 აპრილს მინერალური წყლის - "ბორჯომის" ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაურკვეველი ვადით გაჩერდა. 1 000-ზე მეტი თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიზეზი სანქცირებული მფლობელი და დაბლოკილი ანგარიშებია.

| Print |