საზოგადოება
მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების წესი იცვლება
მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით “სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები შედის.

პარლამენტისთვის განსახილველად შეთავაზებული პროექტის მიხედვით, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: - რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

კანონის პროექტი, რომელიც ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
| Print |