საზოგადოება
უკრაინამ ქართველი მოსახლეობისგან 30 ტონამდე ტვირთი მიიღო
საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და უკრაინაში გაგზავნა გრძელდება. როგორც „საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 28 თებერვლიდან 1 მაისამდე, უკრაინის მიმართულებით, ფიზიკური პირების მიერ 30 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. ამანათების შეგროვება ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით მოხდა.

„ფიზიკურ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაგზავნონ ჰუმანიტარული გზავნილები უკრაინის მიმართულებით, მხოლოდ ნაცვლად „საქართველოს ფოსტის" სერვისცენტრებისა, მიმართონ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით არსებულ შემკრებ პუნქტებს. ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთს „საქართველოს ფოსტა" გააგზავნის უკრაინის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც უკრაინის ფოსტა "Ukrposhta" იუწყება, 20 აპრილის მონაცემებით, „საქართველოს ფოსტა" 520 ტონაზე მეტი ტვირთით, კვლავ პირველ ადგილზეა. ტვირთში საკვები პროდუქტი, პირველადი სამედიცინო დანიშნულების პრეპარატი და ტანსაცმელი შედის.

| Print |