საზოგადოება
ფრონტზე ახლა უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, ვიდრე ომის დასაწყისში - უკრაინელი დეპუტატი
უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსანდრა უსტინოვამ ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა რომ უკრაინული მხარის დანაკარგები იზრდება. 

„ფრონტის ხაზზე ახლა ჯოჯოხეთია. ახლა უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, ვიდრე ომის დასაწყისში,” - ამის შესახებ

მან შეერთებულ შტატებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდონ.

ამასთან, შეხვედრაზე უკრაინელმა სამოქალაქო საზოგადოების წამყვანმა აქტივისტმა დარია კალენიუკმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ომს საბჭოთა აღჭურვილობით ვერ მოიგებს, რადგან:

„ა) რუსეთს აქვს ბევრად მეტი საბჭოთა ტექნიკა, ბ) ჩვენ ამისთვის საბრძოლო მასალას ვერსად ვერ ვშოულობთ და გ) რუსეთს მეტი ხალხი და ჯარი ჰყავს“, - აღნიშნა უსტინოვამ.
| Print |