საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში აივ ინფიცირების 131 შემთხვევაა რეგისტრირებული
15 მაისი მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნებისთვის შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა. თარიღი საქართველოში 26 წელია აღინიშნება და მათ ხსოვნას პატივს სხვადასხვა აქტივობით მიაგებენ. ტრადიციულად, ეს დღე მაისის მე-3 კვირა დღეს აღინიშნება. 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 52 აივ ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 

15 მაისის მონაცემებით, ცენტრში რეგისტრირებულია 9 349 აივ ინფიცირებული პირი, აქედან 6 982 მამაკაცია,  ხოლო 2 367 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. რეგისტრირებული პაციენტებიდან 1989 – გარდაიცვალა.

ამ დროის მონაცემებით, აივ მკურნალობას 5 785 პაციენტი იტარებს, მათ შორის 43 – ბავშვია.

2022 წლის 15 მაისის მონაცემებით, 187 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა, სამმა ქვეყანა დატოვა. 

ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია: ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 – ძუძუთი კვებით), სისხლის რეციპიენტია – 5, დაუდგენელია – 3 შემთხვევა.
| Print |