საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში მწერმჭერები დამონტაჟდა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 000-მდე ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და დაჭერილი მწერების განადგურება ხდება.

მბეჭდავი ქერქიჭამია - მავნე მწერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გავრცელდა და დიდი ზიანი მოუტანა ნაძვნარ კორომებს. ბრძოლის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტო 26 000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობითვე, 2013-2022 წლებში, ჯამში დაჭერილი და განადგურებულია 26 მილიონამდე ქერქიჭამია.

რეგულარული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.
| Print |