საზოგადოება
მიგრანტების უმეტესობას ქალები შეადგენენ - ფონდი "ტასო"
ფონდი "ტასო"- ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 258 მილიონი მიგრანტის დაახლოებით ნახევარს ქალები შეადგენენ, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ თავიანთი მშობლიური ქვეყნის გარეთ.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად გენდერული უთანასწორობისა შრომის ბაზარზე და ხელფასებს შორის გენდერული სხვაობისა, 2016 წელს დაახლოებით 601 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილების ნახევარი ქალი მიგრანტების მიერ იყო განხორციელებული.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანახმად, ბევრი მიგრანტი ქალი დასაქმებულია დაბალკვალიფიციურ და არასტაბილურ სამუშაოებზე, რომლებიც ხასიათდება დაბალი ხელფასით, ცუდი სამუშაო პირობებით, შეზღუდული შრომითი და სოციალური დაცვით და როგორც ფიზიკური, ისე სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის ფაქტებით.

ძირითადი სექტორები, რომლებშიც დასაქმებულნი არიან მიგრანტი ქალები არის მომსახურება და საცალო ვაჭრობა, ე.წ. ელემენტარული საქმიანობები (დალაგება, დასუფთავება, მოვლა, რეცხვა და ა.შ.), ხელსაქმე და მასთან დაკავშირებული გაყიდვები.
| Print |