საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები დირექტორთან შეხვედრას ელიან
ბორჯომის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე თანამშრომლები იკრიბებიან. მათთან შეხვედრის სურვილი, “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, ივანე მაჭავარიანმა გამოთქვა.

ამ წუთებში, ქარხნის მუშები იმ პირობებზე მსჯელობენ, რომელზეც დირექტორთან საუბარს აპირებენ. ამის გარდა, თანამშრომლები და პროფკავშირების წარმომადგენლები ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ.

“აიდიეს ბორჯომი საქართველოს” მენეჯმენტის მიერ დისკრიმინაციის, დაშინებისა და იძულების შესაძლო ფაქტებზე, პროფკავშირებმა საქართველოს სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექტირების სამსახურს წერილობით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ "პროფკავშირების" თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ ბორჯომის პროცესების ირგვლივ ჯგუფის ლიდერები, ე.წ. "შავი პიარის აგორებაზე" გუშინ გააფრთხილა.
| Print |