საზოგადოება
ახალციხეში უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

16 მაისს ახალციხეში უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. გიორგი ჩიტაურმა და მისმა მეგობრებმა საკონცერტო ტურნე ახალციხიდან დაიწყეს და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებენ.

"ბილეთიდან შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინელ მოსახლეობას. თუ სოლიდური თანხა შეგროვდება ვაპირებთ ჰუმანიტარული ტვირთის შეძენას და ადგილზე ჩატანას", - განაცხადა კონცერტის ორგანიზატორმა ჩიტაურმა.

ბილეთი 10 ლარი ღირდა. მასში მონაწილეობა ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა მიიღეს.
| Print |