საზოგადოება
GDI-მ ახალციხეში საქართველოს მედიაგარემო და არსებული პრობლემები განიხილა

უფლებადამცველი ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) წარმომადგენლები ახალციხეში ახალგაზრდებს შეხვდნენ. მათ ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დღეისათვის საქართველოში მდგომარეობის გაუარესება მკვეთრად შესამჩნევია.

GDI–ის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის, მარი კაპანაძის თქმით, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ბოლო პერიოდში პრობლემას აღარ წარმოადგენს. ასეთი ფაქტების უგულვებელყოფა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კი უკვე საგანგაშო სიგნალს იძლევა.

GDI–ის შეხვედრა ახალგაზრდებთან არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ-მესხთა კავშირში" გაიმართა. ახალციხის გარდა, ანალოგიური ფორმატის აქტივობა თელავსა და გორშიც ჩატარდა. შეხვედრები დაგეგმილია სხვა ქალაქებშიც.
| Print |