საზოგადოება
დღეიდან ბაზარზე მხოლოდ შემოწმებული ხორცი გაიყიდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს.

ბაზარზე ხორცის QR კოდით განთავსება აპრობირებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში და დღეიდან უკვე შესაძლებელია საქართველოშიც.

ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებისა და პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სასაკლაოების პერსონალს ჩაუტარდა სწავლებები.

მოქმედი კანონმდებლობით, ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება QR კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი.
| Print |