საზოგადოება
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებს აპრილის ხელფასები არ დაურიცხეს

"IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და იძულების ახალი გზა - კომპანიამ ქარხნებში დასაქმებულების ნაწილს აპრილის თვის ხელფასი არ დაურიცხა. ისინი ამბობენ, რომ კუთვნილი ანაზღაურების სანაცვლოდ მათ ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა მოსთხოვეს.

ხელფასი ჩაერიცხათ მათ, ვინც კომპანიის პირობებს დათანხმდა, ასევე იმ 49 პირს, როლებიც "IDS ბორჯომმა" სამსახურიდან გაათავისუფლა. საკუთარი შრომის საფასური ვერ მიიღეს იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო გრაფიკსა და პირობებზე უარს ამბობენ.

კუთვნილი ხელფასის გარეშე დარჩენილი თანამშრომლები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი ბანკის სესხებსა და კომუნალურ გადასახადებს ვეღარ იხდიან.
| Print |