საზოგადოება
კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
კლინიკა „ვივამედთან“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ყოფნის 1 კვირის შემდეგ, მისი მხარდამჭერებისთვის უცნობია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ჩვენ გარდა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას პოლონეთში ასევე ითხოვენ ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტარები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ყველამ, მათ შორის amnesty international-მა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო აქტორებმა დაამტკიცეს, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა არაადამიანური მოპყრობის ქვეშ. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მოხდეს პოლონეთში მისი გადაყვანა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
| Print |