საზოგადოება
ახალციხეში კამილიელთა ორდენმა სარეაბილიტაციო ცენტრის ფილიალი გახსნა

ახალციხეში კამილიელთა ორდენმა სარეაბილიტაციო ცენტრის ფილიალი გახსნა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს ფსიქო–ფიზიკურ რეაბილიტაციას სთავაზობს. შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ცენტრის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ კამილიელთა ორდენის და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო. ახალი შენობა გერმანული ფონდის „Renovabis“–ის დააფინანსებით აშენდა. ამ ეტაპზე, ცენტრი მუშაობას ორი მიმართულებით გააგრძელებს - ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით და შშმ პირთა დღის ცენტრი.

ორგანიზაცია ღია იქნება ყველა მსურველისათვის, რომელსაც ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდება. ცენტრს შეუძლია დღის განმავლობაში დაახლოებით, 150 პაციენტი მიიღოს.

კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის ახალციხის ფილიალი 2013 წელს დაარსდა. შშმ პირთა დღის ცენტრი აქამდე „ტალიტა კუმის“ სახელით ფუნქციონირებდა. ბენეფიციარების რაოდენობის ზრდის გამო, საჭირო გახდა ახალი შენობის მშენებლობა.
| Print |