,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები ივლისის ჩათვლით გახანგძლივდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო-გამშვებ პუნქტ "კარწახი"-ს მიმართულებით, რომელიც ამ ეტაპზე სრული დატვირთვით მუშაობს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა "ვალეს" საბაჟო-გამშვები პუნქტის დროებით დახურვის შესახებ ინფორმაცია 29 მარტს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, პუნქტს სამუშაო პროცესი 25 მაისიდან უნდა აღედგინა.