საზოგადოება
"მშვიდად მივალთ გამარჯვებამდე" - ბორჯომში ქარხნის მუშები გაიფიცნენ

ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის ყველა თანამშრომელი გაიფიცა. 800-მდე მუშა დღეს, დილის 6 საათიდან პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა და სამუშაო ადგილზე არც ერთი შედის. ამრიგად ქარხანა პარალიზებულია.

პროტესტის ამ ფორმას მუშებმა მას შემდეგ მიმართეს, როცა მედიაციის პროცესი წარუმატებლად დასრულდა, არც კომპანიის გენერალური დირექტორი შეხვდა თანამშრომლებს, ადმინისტრაციის მხრიდან კი, მუშების თქმით, გრძელდება შანტაჟი და მუქარა, რომ დასთანხმდნენ ახალ პირობებს და ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას, რომელიც უვადოდ ხელფასის განახევრებას გულისხმობს.

თანამშრომლების თქმით, დილიდან ქარხანაში იმყოფება გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი. მუშები ამბობენ, რომ მზად არიან შეხვდნენ და ესაუბრონ.

აიდიეს ბორჯომი საქართველოში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
| Print |