საზოგადოება
ბორჯომის ქარხანასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული
გაფიცვის მეოთხე დღე ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანასთან. დილიდან ქარხნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული  სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მიუხედავად ამისა, მუშებმა სატვირთო მანქანა ქარხანაში არ შეუშვეს. გაფიცულ თანამშრომლებს მძღოლებიც შეუერთდნენ.

ასობით მუშა, აიდიეს ბორჯომი საქართველოსა და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობს. მათი თქმით, მედიაციის სამკვირიან პროცესს და მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყვა, რის გამოც იძულებულნი გახდნენ პროტესტის ამ ფორმას მიმართონ.

თუ ხელისუფლება არ ჩაერთვება ქართული, ეროვნული ბრენდის გადარჩენის საკითხში და არ დაკონკრეტდება რას გულისხმობს პრემიერ-მინისტრის დაანონსებული სასიამოვნო სიახლე, ასობით მუშა თბილისში, კანცელარიასთან გადაინაცვლებს და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას საპროტესტო აქციებით შეეცდება.
გაფიცვა უვადოა და შეწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
| Print |