საზოგადოება
"ვცდილობთ ვიზიტორთა სიმცირე გაზრდილი ფასებით შევავსოთ" - გიორგი ნათენაძე

ახალციხის ციხე ტურისტულ სეზონს სხვადასხვა ინიციატივით შეხვდა. ციხის დირექტორის გიორგი ნათენაძის განცხადებით, პანდემიურ წლებთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 2022 წლის იანვრიდან გაორმაგებულია. მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, რიცხვი ვერ უახლოვდება 2019 წლის ნიშნულს.

აღნიშნული დანაკლისის შესავსებად ციხემ გამოსავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის ბილეთის ფასების ზრდაში ნახა. ნათენაძე აღნიშნავს, რომ ეს მეთოდი საერთაშორისო დონეზეც ადაპტირებულია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი გახუთმაგდა. 2022 წლის მაისში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს 51 561 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 10 818 იყო.
| Print |