საზოგადოება
ამბარცუმ ბაბოიანი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს
ხანძრის შედეგად დაშავებულ დეპუტატს დამწვრობა ტანზე, ზედა კიდურებსა და სახეზე აღენიშნება. ის ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ბაბოიანს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირს.

"ძალიან ცუდად ვარ, ყველაფერი მტკივა, ზუსტად რა მოხდა არ ვიცი, თბილისში გადავყავარ სასწრაფო დახმარებას" - განაცხადა ამბარცუმ ბაბოიანმა "მეცხრე არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ივნისს, 11:20 საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ამბარცუმ ბაბოიანის სახლი დაიწვა.
| Print |