საზოგადოება
11 ივნისი პარაშუტისტების დღეა
11 ივნისი პარაშუტისტების დღეა. ეს დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გასულ წელს დააარსა. პარაშუტისტების პროფესიული დღის დაწესებას საფუძვლად ქართველი სამხედრო პარაშუტისტების მიერ 1999 წლის 9 ივნისს განხორციელებული პირველი საპარაშუტო ხტომები დაედო.

ამ დღესთან დაკავშირებითმ საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ბოლნისში მდებარე მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში გაიმართა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საპარაშუტო ხტომები ორი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან შეასრულეს, შემდეგ კი, თავისუფალი ვარდნით ხტომები ერთი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან განახორციელეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |