საზოგადოება
ახალქალაქში დათვმა მოსახლეობას ფუტკრის სკები გაუნადგურა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დათვმა მოსახლეობას ფუტკრის სკები გაუნადგურა. ჯინიუსის ცნობით, ხავეტში, დადეშსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში დათვი ეზოებში შევიდა, თაფლი შეჭამა და ასობით სკა გაანადგურა.
მოსახლეობის თქმით, ეს არ არის დათვის შეჭრის პირველი შემთხვევა. დაზარალებული ოჯახების ზიანი 500 ლარზე მეტია. დაზარალებული ოჯახების ნაწილმა ზარალის ასანაზღაურებლად მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მიმართა.
| Print |