საზოგადოება
ახალქალაქში სეტყვამ სახლები და ავტომობილები დააზიანა
JNEWS-ის ფოტო

ახალქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერი სეტყვა და წვიმა დაფიქსირდა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, ხეხილი, ნათესები და ნარგავები დააზიანა. ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასაც. ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, დასეტყვილი სოფლებიდან ზარალის შესახებ ინფორმაციას ამ წუთებშიც იღებენ. მისივე განმარტებით, ყველაზე მეტად ახალქალაქი დაზიანდა.

"რა მანქანაც იყო გარეთ, ყველა მანქანა დაზიანდა. ასეთი სეტყვა ახალქალაქში დიდი ხანია არ ყოფილა. სახლების ფანჯრები, სახურავები დაზიანდა. სოფლებშიც ძლიერი წვიმა იყო და იქაც გზებია დაზიანებული" - განუცხადა "მეცხრე არხს" მუნიციპალიტეტის მერმა.

მელქონ მაკარიანი რამდენიმე სოფელში უკვე იმყოფებოდა. მისი თქმით, კომისია ზარალის შესწავლას ხვალაც გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურებისგან დახმარებას მოითხოვს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია სოფლები: კულიკამი, ხულგუმო, დილისკა, ოკლავერდი, გომანო.ვარაზდატ სარვარიანის ფოტო

ძლიერი სეტყვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
| Print |