საზოგადოება
დღეს ახალციხეში აქცია "ერთად ევროპული მომავლისთვის" გაიმართება
დღეს 24 ივნისს, ახალციხეში აქცია "ერთად ევროპული მომავლისთვის" გაიმართება. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დემოკრატ-მესხთა კავშირის" წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძეა. ღონისძიება სოციალურ ქსელში დაანონსდა.

"24 ივნისს, 19:00 საათზე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები თითოეული ადამიანი, განურჩევლად შეხედულებებისა, ვიკრიბებით შოთა რუსთაველის ძეგლთან, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი ევროპული არჩევანი. უბრალოდ მოდი და დადექი იქ სადაც ხედავ შენს მომავალს, თავისუფალ სასამართლოს, დაცულ ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ განათლების მიღების უფლებას, ღირსეულ სიბერეს, თავისუფალ მედიას, სამართლიან არჩევნებს. მოკლედ სადაც ხედავ საქართველოს, რომლიდანაც კი არ გარბიან, პირიქით ბრუნდებიან" - ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქცია დღეს თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.
| Print |