საზოგადოება
ავარიის დროს დაშავებული ლევან დემეტრაძე გარდაიცვალა
ქალაქ ვალესთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ლევან დემეტრაძე გარდაიცვალა. ორი ოპერაციის შემდეგ იგი თბილისის კავკასიის მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პაციენტს თავის ტრამვა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ივნისს მოხდა. "პიკაპის"ტიპის ავტომობილი ხევში გადავარდა, რა დროსაც იგი სალონიდან გადმოვარდა.

ლევანი დემეტრაძე 43 წლის იყო. 2020 იგი წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა.
| Print |