საზოგადოება
ლევან დემეტრაძეს 30 ივნისს დაკრძალავენ
ქალაქ ვალესთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ლევან დემეტრაძეს ხუთშაბათს, 14:00 სთ-ზე, ადიგენის სოფელ ვარხანში დაკრძალავენ. ახალციხის კლინიკა იმედიდან იგი თბილისის კავკასიის მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში კატასტროფის მანქანით გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პაციენტს თავის ტრამვა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა.

ლევანის მეგობრებმა და ახლობლებმა მისი სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა აქცია დაგეგმეს. ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ივნისს მოხდა. "პიკაპის"ტიპის ავტომობილი ხევში გადავარდა, რა დროსაც იგი სალონიდან გადმოვარდა.

ლევანი დემეტრაძე 43 წლის იყო. 2020 იგი წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა.
| Print |