საზოგადოება
"მძიმე დამწვრობა მაქვს 40%-მდე, ხელზე, მთელ ზურგზე და სახეზე" - როგორია დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბარცუმ ბაბოიანი, რომელიც საკუთარ სახლში აღნიშნული ხანძრის დროს დაშავდა, მკურნალობის კურსს ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მდგომარეობა სტაბილურია. მას სხეულის 40% ჰქონდა დამწვარი. ექიმების შეფასებით, დეპუტატს მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. ბაბოიანი მე-17 დღეა თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება.

"ჯერ რეანიმაციაში ვარ, მაგრამ დღეს შეიძლება პალატაში გადამიყვანონ. ახლა უკეთესად ვარ, დღეს შემთხვევიდან  მე-17 დღეა. მძიმე დამწვრობა მაქვს 40%-მდე, ხელზე, მთელ ზურგზე და სახეზე, მადლობა ღმერთს ახლა უკეთსად ვარ" - განუცხადა "მეცხრე არხს" ბაბოიანმა.

ამბარცუმ ბაბოიანი საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავდა. იგი ცეცხლმოდებულ შენობაში მეუღლისა და შვილის გამოსაყვანად შევიდა. ბაბოიანს დამწვრობა ტანზე, ზედა კიდურებსა და სახეზე აღენიშნება. ხანძარი ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩაზე 10 ივნისს გაჩნდა. დამწვარია დეპუტატის კუთვნილი ორსართულიანი სახლი.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება, ხანძრის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
| Print |