საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთს მთავრობის მიერ ჩამოწერილი ქონების გადასახადიდან 1 105 073 ლარი მოაკლდება
როგორც ცნობილია, გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები შეიტანა და პანდემიით დაზარალებული ბიზნესის ნაწილს შეღავათები დაუწესა. კერძოდ კი, ქონების გადასახადისგან (გარდა მიწისა), რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული, გათავისუფლდებიან: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები; დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; სასმელებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.

ქონების გადასახადი ის ერთადერთი გადასახადია, რომელიც სრულად მუნიციპალურ ბიუჯეტებში რჩება. ხელისუფლების მიერ დაწესებული ამ შეღავათით კი მუნიციპალიტეტები, ჯამში, 39 მილიონზე მეტით დაზარალდებიან. ორადორი მუნიციპალიტეტი, რომელიც ქონების გადასახადიდან შემოსავლებს არ დაკარგავს დმანისის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიაში მოხვდა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ქონების გადასახადიდან 2,263 ლარი მოაკლდება. როგორც ცნობილია, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მოსახლეობის მსგავსად, დევნილობაშია და ადმინისტრაცია წეროვანის დევნილთა დასახლებაშია განთავსებული.

სამცხე-ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტს რამდენი მოაკლდება ქონების გადასახადიდან, ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილეთ:

| Print |