საზოგადოება
რეგიონული განვითარების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე პროექტები მოინახულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში "განახლებული რეგიონების" პროგრამით დაფინანსებული პროექტების სამშენებლო სამუშაოები მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად მოინახულა.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში საერთო ჯამში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 50-მდე შენობა და 6 სკვერი განახლდება. ადიგენში ცენტრალური უბნის ურბანული განახლების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. რეაბილიტირდება 5 შენობა და მიმდებარე სკვერები, შენობების განახლებასთან ერთად, წესრიგდება მიმდებარე საფეხმავლო ზოლიც. რაც შეეხება დაბა ასპინძას, ასპინძის ომის მემორიალის მიმდებარე ინფრასტრუქტურის და სამკუთხა სკვერის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.

"პირველი ფაზის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ინტენსიურად გრძელდება მეორე ფაზის სამუშაოებიც. უკვე სექტემბერში შესაძლებელი იქნება სრული შედეგის ხილვა“-
განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
| Print |