საზოგადოება
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტარიფები გაძვირდა. თბილისის ცენტრალურ ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიხედვით, ნებისმიერი მიმართულებით მგზავრობისას, სულ მცირე 5 ლარით მეტს იხდით, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.

როგორც სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ამბობენ, გაძვირების ძირითადი მიზეზი საწვავის ფასია. მათი თქმით, იქ სადაც საწვავი თითქმის 5 ლარი გახდა, შეუძლებელია 10 ლარად მგზავრი ატარო.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი მცირდება, საქართველოში საწვავის ფასები მაინც ძალიან მაღალია. 1 ლიტრი "სუპერის" ფასი 4 ლარი და 25 თეთრია; "პრემიუმის" - 4,2 ლარი, 1 ლიტრი „რეგულარი" კი 3 ლარი და 80 თეთრი ღირს. საწვავის ტარიფები პირდაპირ აისახება სამომხმარებლო ფასებზეც, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

როგორც მძღოლები ამბობენ, ფასების გაზრდა შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, საერთო გადაწყვეტილებაა. თუმცა, ისინი მომხმარებლებს ოპტიმალურ ვარიანტს სთავაზობენ და ცდილობენ ცვლილება დიდად არ აისახოს მათ ბიუჯეტზე.

რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს კონკრეტული მიმართულებებით, ბოლო მონაცემებით, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა 20 ლარი ღირს, თბილისიდან სამეგრელოს ნებისმიერ ქალაქში წასასვლელად 25 ლარის გადახდა მოგიწევთ. ბათუმამდე გადაადგილება კი 30 ლარი ღირს.

bpn.ge
| Print |