საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ახლობლები იმყოფებოდნენ.

კახა გოგოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა. ის ლუგანსკის ოლქში იბრძოდა და რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა.

კახა გოგოლს მშობლიურ ფოთში გადაასვენებენ.

უკრაინაში ომს დღემდე 17 ქართველი ემსხვერპლა.

 

| Print |