საზოგადოება
ახალციხეში COVID-19 ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ახალციხეში COVID-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია ,, Network TBPeople’’ (ქსელი ტბფიფლ’’), - მა გაუწია, რომელიც ტუბერკულოზითა და აივით დაზარალებული ადამიანების საკეთილდღეოდ, ახორციელებს პროექტს - ტუბერკულოზით დაავადებული და აივ ინფიცირებული პირების ცნობიერების ამაღლება COVID-19- ის ვაქცინაციის შესახებ -ს.

პროექტის მიზანია ვაქცინების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება და ვაქცინაციის ხელშეწყობის კამპანიის წარმოება, განსაკუთრებით ტუბერკულოზით დაავადებულ და აივ ინფიცირებულ პირებში და/ან რისკის ჯგუფებში.

ახალციხის გარდა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ჩატარდება თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში.
| Print |