საზოგადოება
როდის დასრულდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა?
აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ინფორმაციით ხელოვნური ნაგებობების 60% და მიწის სამუშაოების 95% უკვე დასრულებულია, 368 მეტრიანი გვირაბის ბურღვა კი უკვე 270 მეტრის სიღრმეში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, შემოვლითი გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე 3 ახალი ხიდის მშენებლობა, მიწის სამუშაოები და საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობა აბასთუმანს ავტოტრანსპორტის მოძრაობისგან განტვირთავს. გზა ორ რეგონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს დააკავშირებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით, 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 44.7 მილიონ ლარზე მეტია.
| Print |