საზოგადოება
"ენერგო-პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს,  ელექტროენერგია 11:30-დან 18:30 საათამდე გაეთიშებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სხვილისი, პატარა პამაჯი, დიდი პამაჯი, საძელი, ორალი, ივლიტა, ყულალისი, ხაკი, ზემო სხვილისი.

11:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იხტილა, მერენია, კოჩიო, ალათუმანი, აგანა, პატარა სამსარი, დიდი სამსარი, სირკვა, გოკიო.

13:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სათხა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |