საზოგადოება
ახალციხის ციხეზე კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

26 ივლისს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, კონკურსის ,,ჩვენი ჩართულობა - ჩვენი მომავალია“ - გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

კონკურსის მიზანი მაღალი სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის, მოქალაქეობრივი შეგნების, ახალგაზრდების ხედვისა და დამოკიდებულების დადგენა იყო. მასში მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთის პროგრამის 70 პარტნიორი სკოლის მე-7-12 კლასის მოსწავლეები იღებდნენ.

კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი", USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
| Print |