საზოგადოება
საქართველოში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 10:39 საათზე, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის დროით 03:48 საათზე, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, ხოლო მეორე მიწისძვრა, თბილისის დროით 10:39 საათზე მოხდა, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდი იყო.
| Print |