საზოგადოება
როგორია გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი გუდაურში დაშავებული პარაპლანის პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

რატიანის თქმით, პაციენტი სავარაუდოდ რამდენიმე დღე დაყოვნდება კლინიკაში და შემდეგ ბინაზე გაეწერება.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში, შემოყვანის დროს გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა და გრძელდება სიმპტომური თერაპია.

ამ ეტაპზე, მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, სასიცოცხლო ფუნქციები, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, ალბათ რამდენიმე დღე დაყოვნდება კლინიკაში და შემდეგ გაეწერება“
, - აცხადებს რატიანი.

ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას ვერტმფრენი, რომელიც შემთხვევის ადგილისკენ მიემართებოდა, ჩამოვარდა და აფეთქდა. დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი.
| Print |