საზოგადოება
ტაბაწყურის ტბაზე კედელზე გარიელები დახატეს
ტაბაწყურის ტბაზე კედელზე გარიელები დახატეს. ხატვის პროცესში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბავშვები და მათი შინაური ცხოველებიც.
გარიელი საშუალო ან დიდი ზომის ფრინველია. მამალი 1,7 კგ-მდე იწონის, დედალი ცოტა ნაკლებს. მამალი შავი ფერისაა, დედალი მოშავო-მურა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკაში. შეიცავს 5 სახეობას. ერთი სახეობა შავი გარიელი გვხვდება საქართველოში; ბინადრობს ჯავახეთის ტბათა მიდამოებში და იქვე ატარებს ზამთარს. გარიელი ივნისსა და ივლისში მრავლდება. დებს 6-10 კვერცხს. კრუხობს 20 დღემდე.
ტაბაწყურის ტბა გარიელის უკანასკნელი საბუდარია საქართველოში. გარიელს განახლებული რეგიონული წითელი ნუსხის მიხედვით კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.
| Print |