საზოგადოება
ბაკურიანში ადამიანის უფლებების შესახებ ტრენინგი ჩატარდა
ბაკურიანში "თანასწორობა, დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების მონიტორინგი და პოლიტიკის შეფასება გენდერული და ინკლუზიური მიმართულებით ადგილობრივი განვითარებისა და ბიუჯეტირების კონტექსტში" ტრენინგი დასრულდა, რომელიც 18-22 ივლისს, ბაკურიანში ჩატარდა, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდა სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და აქტივისტთა ჯგუფების 60 წარმომადგენელი.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებასა და უნარების გაუმჯობესებას თანასწორობის, დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის საკითხებში, ადგილობრივი პოლიტიკისა და ბიუჯეტირების შეფასების პროცესში გენდერული და ინკლუზიური მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა მონაწილეების გაძლიერებაზე ადვოკატირების კამპანიების განხორციელების სფეროში.

| Print |