საზოგადოება
შინდისის ბრძოლა - ყველაზე მძიმე ეპიზოდი აგვისტოს ომის ქრონიკებიდან
აგვისტოს ომის ქრონიკაში შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია. 2008 წლის 11 აგვისტოს, ქართველ მებრძოლთა მცირე რაზმმა რუსეთის სამხედრო შენაერთებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

ამ ისტორიას უკვე 14 წელია ლეგენდად ჰყვებიან. სოფელ შინდისთან ბრძოლა იმდენხანს გაგრძელდა, რომ წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი გააჩნდათ. მათ შორის მსხვილკალიბირანი იარაღიც, ესროლეს ტანკებიდანაც. ბრძოლის დასრულების შემდგომ კი რუსულმა ასეულმა შენობაში მხოლოდ 17 ქართველი იპოვა. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ შეძლო რაც ქართველებს ტყვია- წამალი გაუთავდათ.

რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

თავდაცვის სამინისტროს ფოტო
| Print |