და-ძმა გრიგალაშვილები ავარიულ სახლში ყოველ ღამეს შიშით ათევენ
12:43 / 11.08.2022
ახალციხის სოფელ სვირში მცხოვრები გრიგალაშვილები სახელმწიფოს თავშესაფრით უზრუნველყოფას სთხოვენ. მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და-ძმა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველ ოჯახს ავარიული და ნახევრად დანგრეული სახლის ერთ ოთახში სძინავს. უსახურავო და დაბზარულ შენობაში ზამთარში თოვლი, ზაფხულში კი წვიმა ჩადის. მათთვის უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი ამ დრომდე ვერ მოიძებნა.