საზოგადოება
ნინოწმინდაში მრგვალი ტბის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება
მრგვალი ტბა ნინოწმინდის ერთ-ერთი განსატვირთი და დასასვენებელი ადგილია, თუმცა მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. უსიამოვნო სუნის გამო, ტბასთან გავლა უკვე შეუძლებელია. ტბა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით არის დაბინძურებული. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მას ხშირად ასუფთავებდა, პრობლემა მაინც გადაუჭრელია. ტბის ეკოსისტემა უკვე მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
გარდა ამისა წყლის დონემ საგრძნობლად იკლო. დაიწყო კუნძულების გამოჩენა, რომელიც აქამდე წყლით იყო დაფარული.მოსახლეობა ამბობს, რომ ტბაში წყლის დონის კლება ცხელი ამინდების გამოა. მათვე ვარაუდით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მას ნათესების მოსარწყავად იყენებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტბის წყალი ამჟამად ამ დანიშნულებით გამოუსადეგარია, რადგან ქიმიური ნივთიერებებით ძალიან არის დაბინძურებული.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში მრგვალი ტბის კეთილმოწყობის პროექტი განიხილეს, რომელიც წყლის გაწმენდას ითვალისწინებდა. თუმცა, პროექტის შესადგენად კონკურსი ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
Nor.ge
გააზიარეთ :