საზოგადოება
"ძლევაი საკვირველი" - საქართველოში დიდგორობა აღინიშნება
დღეს საქართველოში სახალხო დღესასწაული - დიდგორობა აღინიშნება, რომლითაც 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვებას იხსენებენ. 12 აგ­ვის­ტოს ქარ­თულ­მა ჯარ­მა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მე­თა­უ­რე­ბით თურქ-სელ­ჩუ­კე­ბი უთანასწორო ბრძოლაში და­ა­მარ­ცხა. ამ ბრძოლას ისტორიკოსებმა “ძლევაი საკვირველი” უწოდეს.

სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვებამ მისცა შესაძლებლობა დავით აღამაშენებელს გაეთავისუფლებინა თბილისი 1122 წელს, რომელიც 736 წლიდან არაბთა სახალიფოს ვასალურ ერთეულად, თბილისის საამიროდ იწოდებოდა და გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა.

ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა დიდგორის ველის მთაგორიანმა მდებარეობამ, სადაც საქართველოს ლაშქრის მთავარი ძალა დავით აღმაშენებლის სარდლობით ნიჩბისის ხევით დასავლეთიდან უტევდა მტერს. გარდა ამისა, მთის ერთ-ერთი ფერდიდან ლაშქარის ნაწილს დავითის შვილი დემეტრე სარდლობდა.

ისტორიულად დიდგორობა ხალხური რელიგიური დღესასწაული იყო, რომელიც ქართლში, დიდგორის ველზე იმართებოდა. დღეობაზე მოდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგიერთი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. მოსულთა შორის იყვნენ ხელოსნები და ვაჭრები, რომლებიც ჩამოტანილი საქონლით ვაჭრობდნენ. დიდგორის მთის ძირში „მისალოცავში“ საკულტო წესები სრულდებოდა. აქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას. დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული.
| Print |